ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ავრცელებს.
"შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია).
სამშენებლო სამუშაოების საწყისი ეტაპი გულისხმობს მობილიზაციის ფაზას, კერძოდ, კონტრაქტორის მიერ განხორციელდება გარკვეული კვლევითი სამუშაოები და სამშენებლო ობიექტის/ბანაკის მოწყობა." - წერია ინფორმაციაში.