დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხლემძღვანელის ინფორმაციით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, ვირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, სურათი ჰგავს იმ საწყის ეტაპს, რაც ქვეყანამ უკვე გაიარა, შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა.
"დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,"- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ცნობისთვის, კასპის ერთ, გურიის სამ და ზუგდიდის ერთ სოფელში, მესამე დღეა, შეზღუდვები მოქმედებს და შესასვლელში გამშვები პუნქტია მოწყობილი.