პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ბრიტანული შტამის“ 70-ზე მეტი შემთხვევაა.
როგორც პაატა იმნაძე განმარტავს, ჯერჯერობით „ბრიტანული შტამი“ ფართოდ არ ცირკულირებს.
„ბრიტანული შტამის“ საერთო რიცხვი უკვე 70-ზე მეტია, რომლისგანაც გარკვეული ნაწილი კლასტერები იყო. ერთი საკმაოდ დიდი - 19 ადამიანის კლასტერი იყო. საბედნიეროდ, ჯერ არც „სამხრეთ აფრიკული“ შტამი, არც „ბრაზილიური შტამი“ ქვეყანაში არ გამოვლენილა. ამაზე მეთვალყურეობა მუდმივად გრძელდება“,-აცხადებს იმნაძე.