2026 წლის აგვისტოში შენარჩუნდა არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების პოზიტიური ზრდის ტემპი. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ.
კვლევის თანახმად, რეგიონების მიხედვით დინამიკა ძირითადად დადებითია.
„ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტემპმა გადააჭარბა ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდას, რაც მიუთითებს, რომ აქტივობა კვლავ ძლიერი იყო, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი შემცირდა. ტრანზაქციის საშუალო მოცულობით ორივე კატეგორიაში კვლავ აჭარა ლიდერობდა“- წერია კვლევაში.
„თიბისი კაპიტალის“ ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში არარეზიდენტების ჯამური უნდღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 26% და 30 % -ით გაიზარდა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ჯამური უნდაღდო დანახარჯები 29%-ს, ხოლო ტრანზაქციების წლიური რაოდენობა ასევე 30%-ს შეადგენდა.