golden brand
ავერსი ნემო

საქსტატის მიხედვით, ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტების ექსპორტი 3 712 %-ით გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან 352.203 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი წარმოების ნავთობ და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში - 9.237 მლნ აშშ დოლარის.

აღნიშნული მაჩვენებლით წელს, საანგარიშო პერიოდში ნავთობი და ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ექსპორტში პირველ ადგილს იკავებს 18.3%-ანი წილით.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, პირველ ადგილზეა ტოგო, სადაც ადგილობრივმა ექსპორტმა 96.860 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მეორე პოზიციას იკავებს თურქეთი 64.062 მლნ აშშ დოლარით.

საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც წელს იანვარ-მაისში ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:

ტოგო - 96.860 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 64.062 მლნ აშშ დოლარი
ჩინეთი - 61.932 მლნ აშშ დოლარი
ლიბია - 35.303 მლნ აშშ დოლარი
ალჟირი - 25.149 მლნ აშშ დოლარი
მალტა - 19.710 მლნ აშშ დოლარი
მაროკო - 16.758 მლნ აშშ დოლარი
სინგაპური - 11.878 მლნ აშშ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.839 მლნ აშშ დოლარი
კვიპროსი - 3.572 მლნ აშშ დოლარი

73