აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რაც საქართველოში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
„ADB-ის ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ბანკი აღნიშნულ დაფინანსებას გაიღებს მას შემდეგ, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული ამბულატორიული პაციენტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სერვისების საბიუჯეტო დაფინანსებას და გააუმჯობესებს სექტორის ოპერაციულ ეფექტიანობასა და ფინანსურ მდგრადობას“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად იხილეთ ბმულზე.