global distribution
გარე ავეჯი

 საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა.

კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 18.545 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5.151 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13.393 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით).

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში 8.242 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.4 პროცენტია.

70