თბილისში პარკირებაზე 9 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 13.6 მლნ ლარს გადააჭარბა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 13 611 484 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 13 227 487 ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 172.717 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 9 თვეში - 158.491 მლნ ლარი.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.