2026 წელს 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
უწყების ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 13%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.
კერძოდ, სამინისტროს ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
„2026 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: სპირტიანი სასმელები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, უალკოჰოლო სასმელები, თხილი, მოცვი, კურკოვანი ხილი, დაფნის ფოთოლი და სხვა პროდუქტები“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.