საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 1.9 მილიარდია გათვალისწინებული, მათ შორის:
- 2024 წელს განხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 135 კმ-ის მშენებლობა, მათ შორის, მოძრაობა გაიხსნება ჩუმათელეთი-ზესტაფონის (ე.წ. რიკოთის) მონაკვეთზე, რისთვისაც გათვალისწინებულია 365 მლნ ლარი, 150 მლნ ლარზე მეტი მიიმართება სამტრედია-გრიგოლეთის მიმართულებაზე, ასევე, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება კახეთის მიმართულებით (თბილისი-საგარეჯო და ბაკურციხე-წნორის მიმართულებაზე), რაზეც მიიმართება 320 მლნ ლარი;
- ქვეშეთი-კობის მიმართულებით, 2024 წელს მიიმართება 250 მლნ ლარი, მათ შორის, დასრულდება 9 კმ სიგრძის გვირაბის გაბურღვითი სამუშაოები, საიდანაც დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 8 კმ-მდე მონაკვეთზე;
• 2024 წელს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 900 კმ-მდე გზაზე, საიდანაც დასრულდება 400 კმ-ზე მეტ გზის რეაბილიტაცია.