ასევე 8,3 %-ით გაიზარდა და 650 ათასი ლარით განისაზღვრა „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების“ ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს, ვენახების კადასტრის პროგრამა დასრულდება საქართველოს მევენახეობის იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროგრამა ჯერ არ განხორციელებულა და განახლდება მონაცემები პროგრამის არსებული მონაცემთა ბაზისთვის. ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. 2021 წელს, პროგრამა რაჭა-ლეჩხუმისა და კახეთის რეგიონებში დასრულდა; პროგრამა მიმდინარე წელს ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ გაორმაგდა საბიუჯეტო დაფინანსება „ქართული ვაზის პოპულარიზაციისა“ და „ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების“ ქვე-პროგრამებისთვის და 100-100 ათასი ლარი შეადგინა, რაც ორივე მიმართულებით საქმიანობის გააქტიურების საფუძველია: გაგრძელდება ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო მუშაობა და ახალი არქეოლოგიური კვლევები, ასევე გააქტიურდება საქმიანობა ქართული ღვინის ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დასარეგისტრირებლად.
2023 წლიდან მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო დაფინანსება რამდენიმე მიმართულებით გაიზრდება
344
|