2023 წლის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილმა ჯარიმებმა რეკორდული 216.4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.
ანგარიშის თანახმად, 86.6 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 129.8 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა.
ცნობისთვის, 2022 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობამ 179 მილიონი ლარი შეადგინა.