საქტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული წლის მონაცემებს 26.9%-ით აღემეტება, ხოლო იმპორტი 10.077 მლრდ დოლარია, რაც 2020 წლის იმპორტს 25.1%-ით აღემატება.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წელს 5.834 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7%-ია.