celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, COVID-19-ის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო - 15.9%-ით ($1.5 მილიარდი დოლარით) შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 
 
საქართველოდან საქონლის ექსპორტი $3.34 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 12%-ით არის შემცირებული.
 
"უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს $4.66 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია ანგარიშში.
 
საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი $325.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 17.7%-იან ($70-მილიონიან) შემცირებას წარმოადგენს. იმპორტის მოცულობამ კი $799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-იანი ($174-მილიონიანი) კლება იყო.
 
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 იანვარს - შესაბამისად გაირკვევა თუ რა დასახელების საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული.
1513