სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.როგორც კომპანია "თელასის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში ტერევერკოს ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ქსლში გადართვების გამო 00:00 საათიდან 02:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის და გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 02:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დემეტრე თავდადებულის, ფარსადანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.