ონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მარტის შემდეგ საქართველოში ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
მისივე თქმით, მაისში ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
„მაისში, როგორც მოსალოდნელი იყო დაფიქსირდა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითქმის 26 პროცენტი. მარტიდან მოყოლებული იცით, რომ ეკონომიკური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, თან ისეთი, აღმავალი ტემპით. 2-3 თვეა, ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ორნიშნა ზრდები გვიფიქსირდება. პრაქტიკულად ყველა ინდუსტრიაში იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ძირითადი მაინც არის ტურიზმი, განთავსების და რესტორნების ინდუსტრია. ეს არის საბითუმო და საცალო ვაჭრობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადამამუშავებელი ინდუსტრია, წარმოება, რომელმაც მართლაც ძალიან მაღალი კონკურენტუნარიანობა შეიძინა და ძალიან გვახარებს ეს ტემპი. ეს არის რეალური მწარმოებლური ეკონომიკის ნაწილი, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ზრდა არის არა მხოლოდ 2020 წლის მაისთან შედარებით, რომელიც მართლაც დაბალ ნიშნულზე იყო პანდემიის გამო, არამედ თუკი შევადარებთ 2019 წლის მაისს, როდესაც ეკონომიკა იყო საკმაოდ მაღალ ნიშნულზე, იმასთან შედარებითაც კი თითქმის ცხრა პროცენტით არის მომატებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.