სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 5.8 პროცენტით განისაზღვრა.
2021 წლის ივნისში, გაიაფებულ პროდუქტებს შორის, მხოლოდ ხილი და ბოსტნეული მოხვდა.
გთავაზობთ 10 საკვებ პროდუქტს, რომელიც ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:
- ლიმონი - 38.2%
- მწვანე ლობიო - 33%
- ვაშლი - 30.3%
- მანდარინი - 30.1%
- ყურძენი - 25.1%
- ქლიავი - 25%
- პომიდორი - 21%
- ატამი - 20.9%
- ბადრიჯანი - 14.6%
- კივი - 11.1%