ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ქუთაისის „შენგელია არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ტურნირის პლეიოფში გავიდა.
რამაზ სვანაძის გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო და არაერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი მეკარემ რამდენჯერმე გადაარჩინა.
ჩრდილოეთ მაკედნიის ნაკრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყო, 52-ე წუთზე ფისნიკ ისაკის გოლით დააწინაურა.
61-ე წუთზე სტუმართა მეკარემ ლაშა ოდიშარიას დარტყმა მოიგერია, მაგრამ მალე ვასილიოს გიორდეზიანმა მიზანს მაინც მიაღწია – 1:1.
71-ე წუთზე კი ნოდარ ლომინაძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და ჩვენი გუნდი დაწინაურდა.
საქართველოს ნაკრებმა 19 ქულა დააგროვა, შვედეთს გადაასწრო (17) და მეორე ადგილზე გასვლით ევრო 2025-ის პლეიოფში თამაში გაინაღდა.