ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.
განრიგი ასეთია:
18 ივნისი საქართველო - თურქეთი - დორტმუნდი "ვესტფალენშტადიო";
22 ივნისი საქართველო - ჩეხეთი - ჰამბურგის "ფოლკსპარკშტადიო";
26 ივნისი საქართველო - პორტუგალია - გელზენკირხენი "არენა აუფ შალკე".
ბილეთების ფასები ასეთია:
თურქეთთან 18 ივნისის მატჩზე ბილეთის ფასი €139-დან იწყება და €554-ს აღწევს.
22 ივნისს ჩეხეთთან მატჩზე ბილეთის ფასი €169-დან იწყება და €4 561-ს აღწევს. თუმცა ბილეთების საშუალო ფასი დაახლოებით €700-ია. მოედნის მაქსიმალური ტევადობა კი, 57 000 ადამიანია.
ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში გელზენკირხენში "შალკეს" არენაზე ჯგუფის ლიდერ პორტუგალიასთან გაიმართება, სადაც ბილეთის ფასი €175-დან €2 265-მდეა.
საყურადღებოა, რომ უეფა მონაწილე ქვეყნებისთვის კვოტებს გამოყოფს, რაც ქვეყნების შიდა საიტებზე გაიყიდება, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება კვოტით გამოყოფილი ბილეთების ფასიც.