jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების საბერძნეთთან გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„ვულოცავ ჩემს კარგ მეგობარსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს თავისი ქვეყნის უეფას ევრო 2024-ზე გასვლას. საქართველო ფეხბურთის მოყვარული ქვეყანაა, რომელიც ეჭვგარეშეა, დიდ სიამოვნებას მიიღებს მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირის ფინალურ ეტაპზე გამოჩენით“, – განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

80