„მეცის“ პრეზიდენტმა, ბერნარ სერენმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მისი გაყიდვა იძულებითი ნაბიჯი იყო.
„მეცის“ პრეზიდენტმა ბერნარ სერენმა გამოცემა Le Républicain Lorrain-თან ინტერვიუში ღიად ისაუბრა, რომ გიორგი მიქაუტაძის ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლა გამართლებული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, 2020 წელს, Mediapro-ს (ფრანგული კლუბების სატელევიზიო პარტნიორი კომპანია) გაკოტრების შემდეგ მისი (და არამარტო მისი) კლუბის ფინანსური მდგომარეობა დამძიმდა.
„რას ვგრძნობ მიქაუტაძის წასვლის შემდეგ? უპირველესად, ტკივილს. როდესაც შენი აღზრდილი ფეხბურთელი კლუბს ტოვებს, ყოველთვის ამაღელვებელია, მაგრამ არის სიამაყის მომენტიც – ჩვენ აღვზარდეთ მაღალი დონის მოთამაშე, რომელიც ისეთ ლეგენდარულ და პრესტიჟულ კლუბში ითამაშებს, როგორიც ამსტერდამის „აიაქსია“.
ეს ნამდვილად საამაყოა ჩემთვის და ყველა იმ მწვრთნელისთვის, ვინც მიქაუტაძეს ამ ექვსი წლის განმავლობაში ავარჯიშებდა და მის განვითარებაში წვლილი შეიტანა.
ამ თანხას მიქაუტაძის შემდეგი ტრანასფერიდან კიდევ 10 პროცენტი დაემატება. ეს „მეცის“ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გარიგებაა. ტრანსფერი აუცილებელი იყო მიმდინარე წლის ანგარიშების დასაბალანსებლად. ბიუჯეტი, რომელიც DNCG-ს წარვუდგინეთ, გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს ითვალისწინებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშებს ვერ დავაბალანსებდით. ჩვენი კლუბი 2020 წლის სატელევიზიო კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ ტრანსფერებზეა დამოკიდებული“, – აცხადებს სერენი.
კლუბმა ამ ტრანსფერიდან 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსებით კიდევ სამი მილიონი დაემატება. დააკმაყოფილა თუ არა ამ თანხამ თქვენი მოლოდინი? „მეცის“ პრეზიდენტმა ამ კითხვასზე პასუხისას გაამხილა, რომ კლუბი 19 მილიონ ევროზე მეტსაც მიიღებს. სერენმა ამავე დროს აღნიშნა, რომ ამ ტრანსფერით კლუბის სტაბილურობა გადაარჩინა.
მიქაუტაძე გასულ სეზონში „მეცს“ ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა, თავად კი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, თავდამსხმელი და სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიქაუტაძე ნიდერლანდურ გრანდში, ამსტერდამის „აიაქსში“ 19 მილიონ ევროდ გადავიდა, რაც ფრანგული კლუბის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია.