ლონდონში გაიმართა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია – The Best. საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში. ლაურეატები ირჩეოდნენ 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტომდე ნაჩვენები შედეგების მიხედვით.
პირველი ნომინაცია იყო წლის მწვრთნელი მამაკაცებს შორის. გამარჯვება მოიპოვა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ, რომელმაც აჯობა სომინე ინძაგის (ინტერი) და ლუჩანო სპალეტის (ნაპოლი/იტალიის ნაკრები).
ფიფა-ს ვერსიით წლის სიმბოლური ნაკრები კაცებს შორის არიან:
მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი)
მცველები – კაილ უოკერი, ჯონ სტოუნზი, რუბენ დიაში (ყველა – მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები – ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი), კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა (ორივე – მანჩესტერ სიტი)
ფორვარდები – ვინისიუს ჟუნიორი (რეალი), ლიონელ მესი (პსჟ/ინტერ მაიამი), ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი), კილიან მბაპე (პსჟ).
ქალთა შორის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ინგლისის ნაკრების დამრიგებელი სარინა ვიგმანი. მან ეს პრიზი მეოთხედ მოიპოვა.
ქალთა წლის სიმბოლური ნაკრების ნომინაციაში ინგლისის ნაკრების შვიდი წევრი მოხვდა:
მეკარე – მერი ირპსი (მანჩესტერ იუნ)
მცველები – ოლგა კარმონა (რეალი), ლუსი ბრონზი (ბარსელონა), ალექს გრინვუდი (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები – კირა უელში (მანჩესტერ სიტი/ბარსელონა), ალესია რუსო (არსენალი), ლორენ ჯეიმსი (ჩელსი), ელა ტუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
ფორვარდები – ალექს მორგანი (სან დიეგო), სემ კერი (ჩელსი).
წლის საუკეთესო მეკარეები :
ქალებს შორის გამარჯვებული გახდა ინგლისელი მერი ირპსი.
კაცებში წლის საუკეთესო მეკარის პრიზი „მანჩესტერ სიტის“ კარის დარაჯმა ედერსონმა მოიპოვა.
ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი მიიღო ბრაზილიის ნაკრებმა, რომელმაც ერთ-ერთ მატჩში სრულიად შავი ფორმა ჩაიცვა ვინისიუსის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რომელიც რასიზმის მსხვერპლი გახდა ლა ლიგის მატჩში.
წლის საუკეთესო გოლისთვის განკუთვნილი პუშკაშის პრემია ბრაზილიელ გილერმე მადრუგას ერგო, რომელმაც მაკრატელა გაიტანა ბრაზილიის სერია B-ს მატჩში „ნოვორიზონტინოსა“ და „ბოტაფოგოს“ მატჩში.
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – გაიმარჯვა ლიონელ მესიმ. მან გაუსწრო გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირს, „ოქროს ბუცის“ მფლობელს, ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს. მესი ამ პრიზის მფლობელი მეოთხედ გახდა.
ბოლო ნომინაციაში გამოვლინდა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი. ის გახდა ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი აიტანა ბონმატი. მისი კონკურენტები იყვნენ ესპანელი ჯენიფერ ერმოსო და კოლუმბიელი ლინდა კაისედო.