პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ოქროს მედალს დაეუფლა.
მან ატაცი მეორე ადგილზე დაასრულა, სადაც 215 კილოგრამი დააფიქსირა. ხოლო აკვრის ეტაპზე ტალახაძემ 255 კილოგრამი დააფიქსირა და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
ამასთან, ლაშა ტალახაძე შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია.
ამ დროისთვის საქართველოს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მეორე ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოუპოვა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.